20 ნოემბერი 2024,   07:25
ვრცლად
„რუსთავი 2“-ის გამოც დაბრუნდა ივანიშვილი - პაატა დავითაია

„როდესაც მან თქვა, რომ ოპოზიციის გამოც დაბრუნდა, ეს ცხადყოფს, რომ ოპოზიცია განადგურებული კი არ არის, როგორც „ქართული ოცნება“ თვლის, არამედ გაძლიერებულია,“ - ასე აფასებს „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია ბიძინა ივანიშვილის პარტიის ყრილობაზე გამოსვლას.

პაატა დავითაიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების განმსაზღვრელი ფაქტორი, მისივე გამოსვლიდან გამომდინარე, ოპოზიცია და „რუსთავი 2“ გახდა.

„როდესაც მათ გაუკეთეს სრული მონოპოლიზაცია მედიასივრცეს, ვერაფერი უქნეს „რუსთავი 2“-ს და „რუსთავი 2“-ის გამოც დაბრუნდა ივანიშვილი, ცალსახად ჩანს მის განცხადებებში და მესამე, ის გაჭირვების ფონი, სადაც ყველა უკმაყოფილოა და საქართველოს მოსახლეობა ტოვებს საქართველოს, ეს მან აღიარა თავისი დაბრუნებით,“ - განაცხადა პაატა დავითაიამ.

დღის ამბები