20 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
ჩვენს გასაძლიერებლად ბრუნდებით, ბატონო ბიძინა? ამისთვის დაბრუნება არ იყო საჭირო - ნინო ბურჯანაძე

„ჩვენს გასაძლიერებლად ბრუნდებით, ბატონო ბიძინა? ამისთვის დაბრუნება არ იყო საჭირო,“ - ეს განცხადება „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შეფასებისას გააკეთა.

ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილის პარტიის ყრილობაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის ნაწილს უღირსი უწოდა.

„თურმე ოპოზიცია არის სუსტი და ამიტომ ბრუნდება ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში, თუმცა, ის არსად არ წასულა არასდროს, მე ამაზე ვამბობდი. ეს, რა თქმა უნდა, ცოტა უხერხული არგუმენტია, ანუ ჩვენს გასაძლიერებლად ბრუნდებით, ბატონო ბიძინა? ამისთვის დაბრუნება არ იყო საჭირო. ამისთვის საჭირო იყო ის, რომ არჩენები ჩატარებულიყო ნორმალურად,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები