19 ოქტომბერი 2021,   09:39
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილს აქვს ინტელექტუალური პრობლემა - დავით ბერძენიშვილი

„ბიძინა ივანიშვილს აქვს ინტელექტუალური პრობლემა,“ - ეს განცხადება საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა, დავით ბერძენიშვილმა ბიძინა ივანიშვილის პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის შეფასებისას გააკეთა.

დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ივანიშვილს ამჯერად სურს, რომ განსაზღვროს კონსტრუქციულ ოპოზიციასთან ურთიერთობა.

„ბიძინა ივანიშვილს აქვს ინტელექტუალური პრობლემა. მთელი წლის განმავლობაში მან დაისახა მიზნად, რომ შეექმნა ექსპერტები, რომლებიც მერე შექმნიდნენ საზოგადოებას და GDS-ზე მას მიყავდა გადაცემები. ჩაიფუშა ეს პროექტი და სამარცხვინო იყო ეს პროექტი. ახლა მან დაისახა მიზნად, განსაზღვროს კონსტრუქციულ ოპოზიციასთან ურთიერთობა, კარგ ექსპერტებთან ურთიერთობა, რომ სიმართლე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ის კი არ არის, ზოგიერთები მუქ ფერებში რომ წარმოაჩენენ, არამედ ის არის, რომ უფრო ნათელ ფერებში უნდა წარმოაჩინო,“ - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები