20 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
"საზოგადოების ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მედიით ვრცელდება დეზინფორმაცია" - არჩილ თალაკვაძე

„მე იმედი მაქვს, რომ ყველა მედიასაშუალება და ოპოზიციის ის წარმომადგენლები, ვისაც ეხებოდა ეს შეფასებები, კარგად მიხვდნენ თუ ვისი მისამართით იყო გაკეთებული ეს გზავნილები,“- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, არჩილ თალაკვაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ მედიისა და ოპოზიციის გაკრიტიკებას.  

თალაკვაძის თქმით, სოციოლოგიური კვლევებით დასტურდება, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მედიით დეზინფრომაცია ვრცელდება.

„მან ზუსტად შეაფასა ვითარება, იმიტომ, რომ სოციოლოგიური კვლევების, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ჩატარდა, მიუთითებს აშკარად, რომ საზოგადოების ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მედიით ვრცელდება დეზინფორმაცია და რაც მთავარია აქ პოლიტიკური პარტიების გავლენა ამ დეზინფორმაციაშიც არის თვალსაჩინო. შესაბამისად, მან ეს დაასახელა, როგორც გამოწვევა, მე ვფიქრობ, ჩვენ ამ გამოწვევას აუცილებლად გავუმკლავდებით. ეს არის შესაძლებელი, როდესაც მედია არის პასუხისმგებლიანი, ობიექტური და ხელისუფლება სრულად, როგორც ჩვენ ვთანამშრომლობთ, თანამშრომლობს მედიასთან.  წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც წინა ხელისუფლება მართავდა ქვეყანას, დღეს ოპოზიციას აქვს მეტი სივრცე, მეტი შესაძლებლობები, მათ შორის პარლამენტშიც და ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ჩვენ მივიღეთ მიმართულია, რომ მომავალში ოპოზიციის დატვირთვა და როლი კიდევ უფრო გაიზარდოს,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები