20 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
„ცივი ომიდან ცხელ მშვიდობამდე“ - აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, მაიკლ მაკფოლი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის დღემდე უცნობ დეტალებზე წერს

„ცივი ომიდან ცხელ მშვიდობამდე“ - შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი რუსეთში, მაიკლ მაკფოლი თავის ახალ წიგნში ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის დღემდე უცნობ დეტალებზე წერს.

ყოფილმა დიპლომატმა პირველად გაახმაურა ის გზავნილებიც, რომლებიც ჯო ბაიდენმა აგვისტოს ომიდან ერთი წლის შემდეგ საქართველოში ვიზიტისას ჩამოიტანა, ვაშინგტონის ბუნდოვანი პოზიცია საქართველოსთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაზე და ნატო-ში გაწევრიანების გადავადება.

მაიკლ მაკფოლი იხსენებს, რომ თბილისს ეს გზავნილები არ მოეწონა, მაგრამ ობამას ადმინისტრაციაშიც კარგად იცოდნენ, რომ რუსეთმა საქართველოში განხორციელებული აგრესიის გამო საკადრისი პასუხი ვერ მიიღო.

მაკფოლი თავის წიგნში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არდაწესებაზე პასუხისმგებლობას ჯორჯ ბუშს აკისრებს, რომლის ადმინისტრაციაც ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო თვეებს ითვლიდა.

მაკფოლის თქმით, ბევრი იბრძოლა, რომ რუსეთთან ურთიერთობებში სიტყვა „ოკუპაცია“ გაჩენილიყო. ის ასევე ამბობს, რომ ობამას ადმინისტრაციის ინტერესი იყო თავიდან აეცილებინათ ახალი ომი, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო დაასუსტებდა.

დიპლომატი თავის წიგნში წერს, რომ საქართველოს საზღვრების თემაზე ობამას ადმინისტრაციას რუსეთთან უთანხმოება ყოველთვის ჰქონდა.

 

დღის ამბები