„მცირე გაუგებრობები, რომელზეც დღეს ბატონი ბიძინა საუბრობდა თავის გამოსვლაში, ამოწურულია. ჩვენ ერთიანი, კონსოლიდირებული გუნდი მომავალში ვერთიანდებით იმ ამოცანების გარშემო, რომელზეც მან ისაუბრა“- ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
დეპუტატის თქმით, მმართველ პარტიაში არსებული დაპირისპირება მოგვარებულია. თალაკვაძის შეაფასებით, ბიძინა ივანიშვილმა ყრილობაზე სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკაში დაბრუნების მესამე მიზეზია.
მან ეს დაასახელა მესამე მიზეზად, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გზავნილი ნათელია, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს პირველ ორ მიზეზს,“- აღნიშნა თალაკვაძემ.