20 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
ძალის დემონსტრირება და შიდა დაპირისპირება ხელისუფლებაში - პაატა დავითაია თბილისის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს აფასებს

საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე, პაატა დავითაია, თბილისის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს აფასებს და ხელისუფლების მხრიდან ძალის დემონსტრირებაზე საუბრობს.

დავითაია ვარაუდობს, რომ ძალოვან სტრუქტურებს შორის არის დაპირისპირება და გუშინდელი სპეცოპერაცია ძალის დემონსტრირება იყო.

პაატა დავითაიას განმარტებით, ნარკორეალიზატორების მიმართ დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოცხადდეს, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზატორებიც დააკავოს შსს-მ.

„ნარკოტიკების გამსაღებლის წინააღმდეგ უნდა იყოს მართლაც დაუნდობელი ბრძოლა. მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ, ვხედავთ, რომ ვიღაცას ნარკოტიკები შემოაქვს, ვიღაც ამას არეგულირებს და შემდგომ ყიდის. დავინახეთ მხოლოდ ის, ვინც ყიდის. ამიტომ, ამას უნდა მოჰყოლოდა შემომტანის და ორგანიზატორის დაკავება. ხოლო ის "მასკით" შოუ, რაც მოეწყო, რეალურად ცხადყოფს ერთ რაღაცას - ვიღაცას სჭირდებოდა ძალის დემონსტრირება და მეორე, არის შიდა დაპირისპირება ხელისუფლებაში, ძალოვან სტრუქტურებში იმიტომ, რომ ასეთი ქმედებები აზიანებს ქვეყნის იმიჯს,“ - განაცხადა დავითაიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები