„ხალხთან ომი დასრულდეს!“ - ეს განცხადება ბექა წიქარიშვილმა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილებთან მიმართვის დროს გააკეთა.
ბექა წიქარიშვილი ხელისუფლებას სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს.
„ყოველივე მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პოლიტიკურ გუნდს. პოლიტიკურ გუნდს, რომელიც უკვე 6 წელია, ურცხვად გვატყუებს, რომ მათი მთავარი ღირებულება არის ადამიანი,“ - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.