აქცია პარლამენტის წინ - აქციის ორგანიზატორები შსს-ს სავალი გზის ერთი ნაწილის დათმობისკენ მოუწოდებენ.
თეთრი ხმაურის აქტივისტმა, ბექა წიქარიშვილმა, შსს-ს წარმომადგენელს გზის სავალი ნაწილის დასათმობად 15 წუთი დრო მისცა.
„დაგვითმეთ რუსთაველის გამზირის სავალი გზა, ერთი ხაზი, რადგან კუთხეებში საკმაოდ ბევრი ხალხი მოგროვდა და გვინდა, რომ კონცენტრირებულ იყოს აქცია,“ - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.