20 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება.

ანა ნაცვლიშვილი სახელმწიფო უწყებებს აქციის შეუფერხებლად ჩატარებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ვიმყოფებით აქ და ვაკვირდებით აქციას. მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციური უფლება, რომ გამოხატონ თავიანთი პროტესტი და სახელმწიფოს ყველა უწყებამ უნდა გაიზაროს შექმნილი მოცემულობა და გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ მოქალაქეთა უფლებები დღეს განხორციელდეს შეუფერხებლად,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილი გუშინ თბილისის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა შეისწავლონ აღნიშნული ღონისძიება.

„განსაკუთრებით შესწავლილი უნდა იყოს, რატომ იყო აუცილებელი სპეცოპერაციის ჩატარება გუშინ, იმ ადგილას და იმ ფორმით, როგორც ეს განხორციელდა. არავინ აყენებს, ბუნებრივია, შსს-ს უფლებას და ვალდებულებას, რომ ებრძოლოს ნარკოტიკის უკანონო რეალიზებას, მაგრამ ის, რაც გუშინ ვნახეთ, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები