„ჩვენ ვართ ძალადობის წინააღმდეგი და ჩვენ მათ დაკრულზე არ ვცეკვავთ,“ - ეს განცხადება ლაშა მესხმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა.
ლაშა მესხის თქმით, ხელისუფლებამ საზოგადოების ნებას პატივი უნდა სცეს და „ხალხის ჩაგვრა დასრულდეს“.
„საჯარო, სოლიდარულ და ყველა იმ სივრცეში, რომელიც ჩვენია შეჭრა ნიშნავს, ჩვენი დაჩმორების მცდელობას,“ - განაცხადა ლაშა მესხმა.