„შს მინისტრისთვის მოწოდებას არაფერი აზრი არა აქვს იმიტომ, რომ მან საკუთარ თავს გადააჭარბა და გახდა უარესი, ვიდრე შეიძლებოდა, მინისტრი გახარია ყოფილიყო საკუთარ თავზე უარეს მონსტრად იქცა ეს ადამიანი,“ - ეს განცხადება მწერალმა პაატა შამუგიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა.
პაატა შამუგია აღნიშნავს, რომ შს მინისტრი თბილისის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას გადაჰყვება.
„ჩვენ ვიცით, რომ მას პრინციპში არაფერს ეკითხებიან, ის არის პატარა პაიკი, პაიკუნა, რომელიც ასრულებს ამ დავალებებს, მაგრამ ჩვენ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ადამიანი, მათ შორის, გახარიასნაირი შემსულებლები უნდა გადაყვნენ ამ ამბავს და დღეს თუ ხვალ, ისინი აუცილებლად გადაყვებიან ამ ამბავს,“ - განაცხადა შამუგიამ.