ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმი იმყოფება. სპეცდანიშნულების რაზმის წევრები აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ.
კურიერის ინფორმაციით, თბილისში წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა. ფოტოები ავლაბრის მოედანზეა გადაღებული და ისინი თავისუფლების მოედნისკენ მიდიან.
ავტომანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის და ძირითადად აქციების დასაშლელად გამოიყენება.
კურიერი უწყებისგან პასუხს ამ დრომდე ელოდება.