აქცია პარლამენტთან - აქციის ორგანიზატორების თქმით, პარლამენტის წინ ქუთაისიდან მოდიან.
საპროტესტო აქცია, თბილისის გარდა, კიდევ რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ. ისინი მოითხოვენ, რომ პრემიერმა და შს მინისტრმა თანამდებობა დატოვონ.
მათი მოთხოვნით, უნდა დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი და დადგეს ქართული ოცნების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.