20 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
შსს-ს განცხადების მიუხედავად, ჩემთვის ღიად დარჩა კითხვები - სულხან სალაძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე, თბილისის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აფასებს. ის პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ესწრება.

საია-ისთავმჯდომარის თქმით, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა შსს-ს ბრიფინგის მიუხედავად.

„შსს-ს განცხადების მიუხედავად, ჩემთვის ღიად დარჩა კითხვები, თუ რა საჭიროება იყო იმის, რომ ამ ფორმით ჩატარებულიყო ეს. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რა თქმა უნდა და ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

სალაძის თქმით, მესამე სექტორი დაგროვილ კითხვებზე პასუხის მისაღებად შსს-ს უახლოეს დღეებში მიმართავს.

დღის ამბები