„ეს იყო მიმართული საზოგადოების დასაშინებლად და იყო ძალის დემონსტრირება,“ - ეს განცხადება თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელი მდივანმა, ლევან სამუშიამ, გუშინ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ გააკეთა.
სამუშია რუსთაველის გამზირზე იმყოფება.
„უნდა გასცეს პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ხელისუფლებამ, თუ რატომ გახდა ამ ღონისძიების ჩატარება აუცილებელი და რატომ არ მოხერხდა ისე, რომ ეს ადამიანები თუ დამნაშავეები იყვნენ, დაეკავებინათ უმტკივნეულოდ, რის შესაძლებლობაც ქონდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ამ კითხვებზე ვერ მივიღებთ პასუხს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში იწყება ნულოვანი ტოლერანტობა და ნულოვანმა ტოლერანტობამ ამ ქვეყანას რაც მოუტანა ყველამ კარგად ვიცით,“ - განაცხადა ლევან სამუშიამ.