20 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
"შავი პარასკევის" სპეცოპერაციას შესაძლოა, სკანდალური გაგრძელება მოჰყვეს - "კურიერმა" მოსამართლის განჩინება მოიპოვა

"შავი პარასკევის" სპეცოპერაციას შესაძლოა, სკანდალური გაგრძელება მოჰყვეს - ცოტა ხის წინ ცნობილი გახდა, რომ კრიმინალური პოლიციის მიერ დაკავებული რვა ბრალდებულიდან არც ერთი ღამის კლუბების ტერიტორიაზე არ აუყვანიათ და ისინი მაშტაბურ სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დააპატიმრეს.

დღეს პოლიციამ გაავრცელა ფარული ვიდეოჩანაწერები, რომელიც ღამის კლუბებშია გადაღებული. კადრებში ნარკოტიკების ყიდვა-გაყიდვა ჩანს. ერთ-ერთი დაკავებული ღამის კლუბ გალერის დაცვის უფროსი, ვიქტორ ჟამუტაშვილია.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ ჩხრეკის დროს 50 აბი კლუბური ნარკოტიკი აღმოაჩინა.

8 დაკავებულიდან ერთ-ერთი 22 წლის გოგონაა. მას კრიმინალური პოლიცია ნარკოტიკების რეალიზებას ედავება.

კურიერმა მოსამართლის განჩინება მოიპოვა, სადაც წერია, რომ სანქცია ჩხრეკაზე და სპეცოპერაციაზე გაიცა 10 მაისს. თვალთვალი კი 21 მარტიდან ხორციელდება.

ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად დღის ბოლოს წინასწარი დაკავების იზოლატორში წაუყენეს. ადვოკატებს საქმის მასალების შესახებ სრული ინფორმაცია ჯერ არა აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ საქმეში ბევრი საეჭვო გარემოებაა.

ბრალდებულების უმრავლესობა დუმილის უფლებას იყენებს. შესაძლოა, მათ დუმილი ორშაბათს სასამართლოში დაარღვიონ, სადაც მოსამართლე აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს.

ღამის კლუბები, სადაც მთელი ღამის განმავლობაში სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობა იყო მობილიზებული, სტუმრებისა და თანამშრომლებისთვის დაკეტილია. აქ მხოლოდ ექსპერტ-კრიმინალისტები რჩებიან და საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ.

თეთრი ხმაურის მოძრაობა ამტკიცებს, რომ მასალები, რომელიც დღეს კრიმინალურმა პოლიციამ გაავრცელა, ყალბია და ფარული კამერით დადგმული სცენებია გადაღებული.

ღამის კლუბები, სადაც მთელი ღამის განმავლობაში სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობა იყო მობილიზებული, სტუმრებისა და თანამშრომლებისთვის დაკეტილია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რჩებიან და საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ.

დღის ამბები