ბერა ივანიშვილის ბოლო კლიპი პოლიტიკური ქვეტექსტებით ივანიშვილის პოლიტიკაში მეორედ მოსვლამდე სამი დღით ადრე გავრცელდა. რვა მაისის ვიდეოს მთავარი ადრესატი თანამდებობის პირები არიან.
ბერა ივანიშვილის სუბტიტრული სიმღერა პოპულარული ქართველი რეპერის ერთ რიგით ნამუშევრად ჩაითვლებოდა, რომ არა მამის დამოკიდებულება შვილის სიმღერებზე. ჯერ პირველ პოლიტიკურ განცხადებამდე ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ ბერა მის სათქმელს ამბობს. ლექსად ნათქვამი გზავნილების ადრესატი მხოლოდ ჩინოვნიკები არ არიან. აქ საუბარია მღვდლებზეც.
უმრავლესობის ნაწილმა, ვინც კლიპი ნახა, იმის დაჯერება არ უნდა, რომ ეს პოლიტიკაში მობრუნებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პოზიციაა.
არც გუნდის მნიშვნელობასა და არც კლიპის შინაარსზე არ ისაუბრა თბილისის მერმა. კახი კალაძემ დასმულ შეკითხვას თავი ბერა ივანიშვილთან მის მეგობრობაზე საუბრით აარიდა.
საუბრობენ თუ არა ოჯახში პოლიტიკაზე ივანიშვილები, ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გია ხუხაშვილმა გააკეთა.
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ მამა ბერას სიმღერის ტექსტებს არ უწერს, თუმცა, მის გავლენასაც არ გამორიცხავს.
პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი თითქმის დარწმუნებულია, რომ ბერა ივანიშვილმა მამის პოზიცია რეპში გაახმოვანა. ახლა ჯერი პოლიტიკაში მეორედ მოსულ მამაზეა.
მხოლოდ კლიპი თუ ლექსად ნათქვამი პოლიტიკური გზავნილები. საპარლამეტნო ოპოზიციის ერთი ნაწილი მომღერალს რჩევას აძლევს.
ჩაერთვება თუ არა ბერა ივანიშვილი ქართული ოცნების მეექვსე საარჩევნო კამპანიაში ეს ივნისში გახდება ცნობილი. სწორედ ამ დროს დაასახელებს მმართველი პარტია, ქართული ოცნების კანდიდატს.