პროკურატურაში თბილისის მერის მიერ გახმოვანებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
კურიერმა კახა კალაძის განცხადება პროკურატურაში გადაამოწმა, სადაც ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 8 პირიდან ორის გათავისუფლება არ დაადასტურეს.
კურიერთან თბილისის მერის ინფორმაციას ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული პირების ადვოკატებიც არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ორი დაკავებული არ გაუთავისუფლებიათ.
ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა რამდენიმე წუთის წინ მმართველი პარტიის ოფისში გააკეთა.
„ამ წუთისთვის მე რა ინფორმაციაც მაქვს, პატიმრობაში რჩება 6 რეალიზატორი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.