ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრემიერს მიმართეს და 22:00 საათამდე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდეს.
კურიერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ საქართველოს პრემიერი განცხადების გაკეთებას არ აპირებს.
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ გიორგი კვირიკაშვილმა სატელევიზიო განცხადება ათი საათისთვის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება უნდა გაეკეთებინა.
აქციის მონაწილეების თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ეს ულტიმატუმი შესრულებული არ იქნება, ამ შემთხვევაში შესაძლოა, რომ აქცია უკვე სხვა ფორმა მიიღოს.