რუსთაველის გამზირზე აქცია ისევ მიმდინარეობს. სცენაზე ერთ-ერთი არტისტი დგას და აქცია მუსიკის ფონზე მიმდინარეობს. შეკრებილები საკუთარ პროტესტს ცეკვით გამოხატავენ.
აქციის ორგანიზატორებს ჯერ არ უპასუხიათ თბილისის მერის განცხადებაზე, რომელმაც შეკრებილებს დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა.
აქციის მონაწილეებმა ჯერ კიდევ დღის დასაწყისში განაცხადეს, რომ ისინი მთავრობის ნებისმიერ წარმომადგენელთან დიალოგისთვის მზად არიან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლების წარმომადგენლები რუსთაველი გამზირზე მივლენ.