20 ნოემბერი 2024,   07:20
ვრცლად
შს მინისტრმა გასცეს კონკრეტულად პასუხი იმ უნამუსო ძალადობაზე, რომელიც ყველამ ვიხილეთ - ელენე ხოშტარია კლუბების სპეცოპერაციაზე საუბრობს

12 მაისის ღამით განვითარებული მოვლენების გამო ხელისუფლებისგან პასუხებს ითხოვს საპარლამენტო უმცირესობა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში რაც შეიძლება დროულად უნდა მივიდეს.

ელენე ხოშტარიას თქმით, დაუშვებელია ქვეყანაში ადამიანის ერთ-ერთი მთავარი უფლების, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ხდებოდეს და მოუწოდებენ სამართალდამცველებს აქციის მონაწილეებს საკუთარი პროტესტის გამოხატვაში ხელი არ შეუშალონ.

"შს მინისტრმა გასცეს კონკრეტულად პასუხი იმ უნამუსო ძალადობაზე თავისუფალი მოქალაქეების მიმართ, რომელიც ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ. როდესაც ესეთი ჩავარდნაა, პარლამენტმა უნდა განახორციელოს კონტროლი,"-აცხადებს ელენე ხოშტარია.

დღის ამბები