20 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
ცაიშის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

ცაიშის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო ადმინისტრაცია პირველად იყენებს ელექტრონულ ტექნოლოგიებს, კერძოდ კი ხმის დათვლის ელექტრონულ აპარატებს.

საკრებულოს შუალედური არჩევნები ტარდება ცაიშის თემის 3 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია, თითქმის, 3 ათასი ამომრჩეველი.

საარჩევნო პროცესში ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე ოპოზიცია უკვე საუბრობს.

„ქართული ოცნება“ არჩევნებს ადმინისტრაციული რესურსის სრული გამოყენებით ატარებს, რომ გაიაროთ სოფელში, ბათმის პლაჟი გეგონებათ, ისეთი მოხრეშილია წინა დღეებში მთელი ქუჩები, ზოგადად, მთელი გამგეობა ჩართულია ამ არჩევნებში. მთელი დღის განმავლობაშ აქ ვართ იმიტომ, რომ უზრუნველვყოთ ადამიანების თავისუფალი ნების გამოხატვა, არ დავუშვათ ჩარევა,’“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები