საპარლამენტო ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს. "ნაციონალურ მოძრაობაში" 12 მაისს, ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას კიდევ ერთხელ ეხმაურებიან და არსებულ კითხვის ნიშნებზე საუბრობენ.
რომან გოცირიძის თქმით, შს მინისტრმა არა მხოლოდ აქციის ორგანიზატორებთან უნდა გამართოს შეხვედრა, არამედ პარლამენტშიც უნდა მივიდეს.
კიდევ ერთი საკითხი, რომლის დროული გადაწყვეტის აუცილებლობაზეც ოპოზიცია საუბრობს, ნარკოპოლიტიკაა. ენმ მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას და ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციას მოითხოვს.
„მოვითხოვთ ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციას და მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას და მას მხარს დავუჭერთ.
რაც შეეხება გუშინ განვითარებულ მოვლენებს, ჩვენ ვიბარებთ მინისტრს, მინისტრი უნდა გამოცხადდეს აქ. ეს არ ნიშნავს, რომ მან მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს მხოლოდ მათთან ვინც მათ დაარბიეს. ბუნებრივია მათ აქვთ ლეგიტიმური მოთხოვნები, მაგრამ ის რაც მოხდა ეს არის მთელი ქვეყნის საქმე, ხოლო ხალხი წარმოდგენილია პარლამენტში. კეთილი ინებოს და მან პასუხი გაგვცეს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.