20 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
ნარკომოვაჭრეებთან, ნარკორეალიზატორებთან სახელმწიფო იქნება მტკიცე და შეუპოვარი - მიხეილ გიორგაძე

საქართველოს მთავრობის წევრები ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში სიმკაცრეს გამოიჩენს.

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ლეგალიზაციის საკითხი არ დამდგარა.

„მომხმარებლების მიმართ პოლიტიკა ბევრად უფრო ლიბერალური უნდა იყოს, თუმცა, მე ვფიქრობ, ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ნარკომოვაჭრეებთან, ნარკორეალიზატორებთან სახელმწიფო იქნება მტკიცე და შეუპოვარი,“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

დღის ამბები