20 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
დეკრიმინალიზაცია ასე ხელაღებით არ უნდა ხდებოდეს - პარლამენტარი მირიან წიკლაური

„დეკრიმინალიზაცია ასე ხელაღებით არ უნდა ხდებოდეს, იმიტომ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება ნარკომომხმარებლების,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ წევრმა, მირიან წიკლაურმა დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით გააკეთა.

წიკლაური გამორიცხავს, რომ ნარკომომხმარებელთა რიცხვი შემცირდეს.

„მართალი გითხრათ, არ მჯერა, რაღაც გადარწმუნების კომისიის, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ეს სერიოზული პრობლემაა და 5 კაცი, რომელიც უნდა იყოს ამ შემადგენლობაში, მე ასე წარმომიდგენია, ასე იყო წარმოდგენილი თავიდან, შესაძლოა მაღალი პროფესიონალი 5 კაცის არსებობა, რომელიც რომელიმე ნარკომანს გადაარწმუნებს, რომ წამალი აღარ გაიკეთოს, ნარკოტიკი აღარ მიიღოს და ის მეორე დღეს გამოსწორდება და კარგად მოიქცევა, მე რატომღაც ეს არ მჯერა,“ - განაცხადა წიკლაურმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები