03 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
ახალი ფარული ჩანაწერი გეგი ნიჟარაძის წინააღმდეგ - ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ძალადობაში ადანაშაულებენ

მორიგი ფარული ჩანაწერი მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის შესახებ. გეგი ნიჟარაძეს თანამშრომლებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.

ფარული აუდიოჩანაწერი არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორმა” გაავრცელა. მათი მტკიცებით, გეგი ნიჟარაძე ერთ-ერთ თანამშრომელს აიძულებს ნებით დატოვოს თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამ პირის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლებით იმუქრება.

ფარული ჩანაწერი თავად მერიის თანამშრომელმა გააკეთა, რომელიც საკუთარი ვინაობის გამჟღავნებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან. პირი, რომელსაც ნიჟარაძე სამსახურის დატოვებას სთხოვდა, მერიაში 2010 წლიდან მუშაობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ნიჟარაძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს და აცხადებს, რომ  ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაულია. 

დღის ამბები