20 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
ბერა ივანიშვილი უფრო ლიბერალურია ვიდრე ჩემი თაობის ადამიანი - სოზარ სუბარი 

მმართველ გუნდში უარყოფენ, რომ კლუბებში ანტინარკოტიკული სპეცოპერაციის ჩატარება ან ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე საუბრის დაწყება  ბერა ივანიშვილის „ფეისბუქ პოსტს“ ან მის კლიპს  უკავშირდება.

მინისტრები ამბობენ, რომ ნარკოპოლიტიკის ცვლილებაზე მუშაობა დიდი ხანია მიდის.

„ბერა ივანიშვილი არის ახალგაზრდა კაცი, ხელოვანი, რომელსაც აქვს გამოხატვის თავის ფორმები. როგორც ახალგაზრდა კაცს, მისი შეხედულებები, ხშირად გაცილებით უფრო ლიბერალურია, ვიდრე ჩემი შეხედულებები, ან ჩემი თაობის ადამიანის თაობის შეხედულებები.

ჩვენ რომ დავიწყოთ მისი ტექსტის დეტალური განხილვა, გუშინდელ კლიპზე ვლაპარაკობ, შეიძლება ძალიან ბევრი კითხვა გამიჩნდეს და შენიშვნა მქონდეს,“-ამბობს სოზარ სუბარი.

ფინანსთა მინისტრი ნარკოპოლიტიკის საკითხთან ბერა ივანიშვილის და მისი კლიპების კავშირს ოპოზიციის სპეკულაციას უწოდებს. მამუკა ბახტაძის თქმით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საუბარი რამდნიმე თვის უკან დაიწყო.

დღის ამბები