ქვეყანას სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ ჰყავს, კლიპებით იმართება - ამის შესახებ განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა.
მისი თქმით, ბერა ივანიშვილი საკუთარი კლიპებით კარნახობს სახელმწიფო უწყებებს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ.
„უნიჭო რეპერმა, ბიძინა ივანიშვილის შვილმა ჩაწერა უნიჭო სიმღერა. იქ გააჟღერა გზავნილი ზუსტად სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი და ამის შემდეგ გახარია მიდის აქციაზე და ესაუბრება ნარკოპოლიტიკაზე ახალგაზრდებს.
ქვეყანას სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ ჰყავს, კლიპებით იმართება ქვეყანა. ნეონაცისტური ჯგუფები წარმოადგენს სახელმწიფოს დასაყრდენს, ბერა კომპანია და ბიძინა ივანიშვილი მართავს ჩვენს ქვეყანას და სწორედ ეს არის პრობლემა“-აცხადებს ხატია დეკანოიძე.