"სპეცოპერაციის დღესაც კი არცერთი შემთხვევა არ ყოფილა სხეულის თუნდაც მსუბუქი დაზიანების, არცერთი შემთხვევა არ ყოფილა თუნდაც ხელკეტის გამოყენების,"- ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა, რომელიც უშიშროების საბჭოს სხდომას ესწრებოდა.
მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა კონსტიტუციით განსაზღვრული ადამიანის უფლებების დაცვაა და სწორედ ამაზეა დაფუძნებული დრევანდელი მმართველობა.
ირაკლი კობახიძემ ნარკოპოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღება უახლოეს მომავალში მოხდება.
"ჩვენ ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას შესაბამის კანონპროექტზე, მართალია არსებობს ართა სხვადასხვაობა გუნდის წევრებს შორის. ჩვენ ივნისის ბოლომდე მოვახერხებთ კანონპროექტის მიღებას. მთავარი ამოცანა არის ის, რომ შემცირდეს ნარკოტიკის მიღება, ჰუმანური პოლიტიკა გატარდეს ამ სფეროში, ამ პრინციპებს ეფუძნება კანონპროექტი. მარიხუანას ლეგალიზებაც კანონპროექტის შემადგენელი ნაწილია"-აცხადებს ირაკლი კობახიძე