20 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
"შედეგად მივიღეთ ის, რომ ავიცილეთ თავიდან დაპირისპირება," - კვირიკაშვილი პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე საუბრობს

"მინისტრი გახარიას გადაწყვეტილება იყო ოპტიმალური გადაწვეტილება. 2 ღამე გავათენეთ ყველამ ერთად და შედეგად მივიღეთ ის, რომ ავიცილეთ დაპირისპირება,"-ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსტაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და ამ პროცესში შს მინისტრის, გიორგი გახარიას ჩარევას.

განცხადება პრემიერმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების სემდეგ გააკეთა. მან ნარკოპოლიტიკის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაცმეულ დაპირებებზე მუსაობა უახლოეს დრეებში დაიწყება. 

"დაპირებებიც იქნა გაცემული რომ უახლოესი კვირების განმავლობაში, უახლოეს პერიოდში უკვე საბოლოო ვერსია იქნება გატანილი პარლამენტში რომელიც ითვალისწინებს ერთის მხრივ მნიშვნელოვან ლიბერალიზაციას და გაცილებით უფრო ჰუმანურ დამოკიდებულება და სამედიცინო სერვისების შევსებას მომხმარებლის მიმართ. ხვალ გვექნება შეხვედრა, სადაც ჩვენ უკვე კომპლექსურ გეგმაზე ვისაუბრებთ ჯანსაღი ცხოვრების წესის. თბილისის მერია აუცილებლად დაესწრება. მმართველმა გუნდმა იმუშავა მაქსიმალური ძალიან კარგი კოორდინაციით, ჩართულობა იყო როგორც პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების. მინისტრის გახარიას გადაწყვეტილება იყო ოპტიმალური გადაწვეტილება. 2 ღამე გავათენეთ ყველამ ერთად და შედეგად მივიღეთ ის რომ ავიცილეთ თავიდან დაპირისპირება,"-აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

დღის ამბები