20 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
სერგი გვარჯალაძის ხელფასი 4 ათას ლარზე მეტია - ენმ თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის სამსახურის გაუქმებას ითხოვს

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის სამსახურის გაუქმებას ითხოვს. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, სამსახური ფიქტიურია და ის მხოლოდ მერის პიარზეა გათვლილი. მისი ხელმძღვანელის სერგი გვარჯალაძის ყოველთვიური ხელფასისთვის 4 ათასზე მეტი ლარი კი ბიუჯეტიდან ტყუილად იხარჯება.

ოპოზიცია 12 მაისის ღამეს იხსენებს, როდესაც საზოგადოებამ ნახა, რომ მერიის ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელს თბილისის მერის ტელეფონის ნომერიც კი არ ჰქონდა. ოპოზიციის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს საკრებულოს უმრავლესობაში.

„ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს არის აბსოლუტურად ქმედუუნარო დამატებითი ბიუროკრატია მერიაში, რომელიც ისედაც გაბერილია და ის ადამიანი, რომელსაც კახი კალაძემ თავის ტელეფონის ნომერიც არ ანდო, იღებს 4 ლარზე მეტ ხელფასს. შესაბამისად ასეთი ადამიანი, ასეთ გაბერილი ბიუროკრატია, როგორიც არის ღამის ეკონომიკის მიმართულება და სამინისტრო მერიაში, ამ ქალაქს ნამდვილად არ სჭირდება,“-განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

დღის ამბები