20 ნოემბერი 2024,   07:52
ვრცლად
2018 წლის ნატოს სამიტი და რუსული საფრთხე - უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის სასახლეში 

პრეზიდენტის სასახლეში უშიშროების საბჭოს სხდომაზე 2018 წლის ნატოს სამიტის სამზადისზე ისაუბრეს. საბჭოს შემადგენლობა თანხმდება, რომ აუცილებელია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ალიანსის სამიტზე დაფიქსირდეს.

2018 წლის ნატოს სამიტისთვის მზადების გარდა ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეებისა და სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის შესახებ ისაუბრეს.

"ვისაუბრეთ სწორედ ბრიუსელის სამიტის ერთიან პოზიციაზე იმიტომ, რომ აუცილებელია, ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე დაფიქსირდეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ჩამოვყალიბდით, როგორ უნდა დაფიქსირდეს საქართველოს პროგრესი ნატოსკენ მიმავალ გზაზე და როგორ უნდა გადავდგათ წინ ნაბიჯი ამ სამიტზე.

ნატო-ს სამიტამდე, 26 მაისი გვაძლევს ძალიან მნიშვნელოვან პლატფორმას იმისათვის, რომ ჩვენი პოზიცია ერთობლივად დავაფიქსიროთ - საქართველოში იქნებიან მაღალი დონის დელეგაციები”- აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

დღის ამბები