20 ნოემბერი 2024,   07:36
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენის პირადი წერილი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჯო ბაიდენის პირადი წერილი მიიღო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის წერილი გიორგი მარგველაშვილს საქართველოში ვიზიტად მყოფმა ატლანტიკური საბჭოს ექსპერტმა, აშშ-ს თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ, პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე გადასცა.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, ჯო ბაიდენი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ეს წერილიც სწორედ მისი მხარდაჭერის გამოხატულებაა. 

მაიკლ კარპენტერთან შეხვედრისას საუბრის მთავარი თემა საქართველოსა და აშშ-ს ორმხრივი ურთიერთობების განვითარება იყო. საუბარი ასევე შეეხო აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მზარდ მხარდაჭერას, საქართველოს მხარდაჭერის აქტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.

 

დღის ამბები