20 ნოემბერი 2024,   07:33
ვრცლად
პრეზიდენტი მზად არის ანტინარკოტიკული კამპანია სარეზერვო ფონდიდან დააფინანსოს

პრეზიდენტი მზად არის ანტინარკოტიკული კამპანია სარეზერვო ფონდიდან დააფინანსოს. გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, კამპანიაში ნებისმიერი მსურველი ჩაერთვება.

პარალელურად, პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს, დააჩქაროს ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა, რომელიც უკვე დიდი ხანია, საკანონმდებლო ორგანოში დევს.

„სამწუხაროა, რომ ქმედითი ნაბიჯები ვერა და ვერ გადაუდგა. დაუშვებელია ამ თემით მუდმივი სპეკულირება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხერხდეს, რომ ის რის შესახებაც ხმამაღლა ვსაუბრობთ, რის შესახებაც, თითქოს, ყველა თანხმდება, იქცეს და იქნას ასახული შესაბამის დოკუმენტებში. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი მზად არის, მხარი დაუჭიროს ანტინარკოტიკული კამპანიის განვითარებას ქვეყანაში, რომელსაც განახორციელებენ ის ადამიანები, რომლებიც არიან ცნობილი საზოგადოებისთვის, ქლაბერები, ელექტრონული მუსიკის წარმომადგენლები. ჩვენ ველით მათგან ინიციატივებს და მზად ვართ, რომ ანტინარკოტიკული კამპანიის კუთხით არაერთ პროექტს პრეზიდენტის ინიციატივით, დავუჭიროთ მხარი.“- განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა.

დღის ამბები