ნატოს გენერალური მდივანი ივლისის სამიტის მოსამზადებელ შეხვედრებს მართავს. ამ მიზნით, იენს სტოლტენბერგი პარიზში იმყოფება, სადაც პირველი მოლაპარაკება ემანუელ მაკრონთან გამართა.
განხილვის მთავარი თემა გლობალური გამოწვევები, რუსეთის შეკავების პოლიტიკა და კიბერუსაფრთხოება გახდა.
შეხვედრის მონაწილეებმა ალიანსის წევრი ქვეყნების კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ნატოს გენერალური მდივანი პარიზში სწორედ კიბერუსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობისთვის მიიწვია. ღონისძიებაზე წამყვანმა სპეციალისტებმა ნატოს ხელმძღვანელს ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სტრატეგია გააცნეს.