"მთავრობას წარვუდგინეთ პროექტი, რომლის მიხედვით, გენდერული და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი დანაშაული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად იქნება გათვალისწინებული, საუბარია მათ შორის მკვლელობაზე," - ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტში შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, გააკეთა.
მისი განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ფემიციდის ცალკე მუხლად გატანას არ ითვალისწინებს, რათა არ იყოს მიღებული დისკრიმინაციული კანონი.
ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, პროექტი მთავრობას უკვე წარედგინა და სავარაუდოდ მომავალ კვირაში პარლამენტში გაიგზავნება.