20 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
სახალხო დამცველი მოახდენს ამ ყველაფრის მონიტორინგს - გიორგი ბურჯანაძე 12 მაისის მოვლენებზე საუბრობს

„სახალხო დამცველი მოახდენს ამ ყველაფრის მონიტორინგს,“ - ეს განცხადება საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

მრავალათასიანი საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და სახალხო დამცველის მოადგილე ორი საათის განმავლობაში ძალოვნებს ხვდებოდნენ. მოლაპარაკებების სამინისტროში უშედეგოდ დასრულდა. 

ბურჯანაძის თქმით, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, მათ ყველა ის ვიდეომასალა გამოითხვეს, რომელიც შინგანა საქმეთა სამინისტროს ამ ეტაპზე აქვს. 

„შევთანხმდით იმასთან დაკავშირებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვაწვდის გარკვეულ ინფორმაციას და ჩანაწერებს. ასევე, ჩვენ შევისწავლით ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც საჯაროდ არის. სახალხო დამცველი მოახდენს ამ ყველაფრის მონიტორინგს, რომელიც განხორციელდა და შევისწავლით საქმეებს და შევაფასებთ, საბოლოო ჯამში, რამდენად პროპორციული ძალა იქნა გამოყენებული მანიფესტაციის დროს. ასევე, ჩვენ ვაპირებთ, შევისწავლოთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეები, ანუ ყველა იმ პირის საქმე, რომლებიც ადმინისტრაციული წესით იქნა დაკავებული,“ - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ. 

დღის ამბები