„მთავარია, ჩვენ მივიღოთ სისტემური ცვლილება,“ - ეს განცხადება თეთრი ხმაურის მოძრაობის წარმომადგენელმა, დათო სუბელიანმა, 12 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.
დათო სუბელიანის თქმით, შს მინისტრთან შეხვედრის დროს, 12 მაისის მოვლენების გარდა, ნარკოპოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ.
„ამას აქვს ორი პრობლემა. ერთი, რომ დისკუსია ძალიან დიდი ხანია, საზოგადოებაში მიმდინარეობს და მეორე, მთავარი პრობლემა არის, რომ ჩვენ გვაქვს რეპრესიული პოლიტიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის მთლიანად ძალოვანების ხელშია მოქცეული,“ - განაცხადა სუბელიანმა.
დათო სუბელიანის განცხადებით, შს მინისტრთან შეხვედრაზე წასვლას არ გეგმავდა, თუმცა, შემდეგ გადაიფიქრა.
„მე მჭირდებოდა უფრო ფართო რეფლექცია პროცესის იმიტომ, რომ მარტო ის არ ხდება, რასაც ახლა ვყვებით,“ - განაცხადა დათო სუბელიანმა.