„ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეგენი ყველანი არიან ფაშისტები, კრიმინალები, დაარბიეთ, გაუშვით ციხეში, ეს საზოგადოების ნაწილი არის,“ - ეს განცხადება იურისტმა ბაია პატარაიამ კონტრაქციის შეფასებისას გააკეთა.
ბაია პატარაია 13 მაისს აქციის დასრულების გადაწყვეტილებას განმარტავს.
„სულ არ მაინტერესებს ბრეგაძე და კორკოტა, სიმართლე გითხრათ... ამათ გარდა, ჩემდა სამწუხაროდ, იქ გამოდის ძალიან ბევრი ახალგაზრდა, 17-18 წლის ბიჭებიც კი იყვნენ... ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეგენი ყველანი არიან ფაშისტები, კრიმინალები, დაარბიეთ, გაუშვით ციხეში, ეს საზოგადოების ნაწილი არის,“ - განაცხადა პატარაიამ.
იურისტის თქმით, ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ცდილობს, რომ არბიტრის როლი ითამაშოს.
„ქართული ოცნებაც კი დღეს ასე იმართება ბიძინა ივანიშვილის მიერ, საკუთარ პარტიაში ჰყავს შედარებით უფრო, ვითომ, ნათელი ფრთა და თვითონ ერთადერთი არბიტრია და მას რომ გადმოაქვს ეს მოდელი საზოგადოებაზე, ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ,“ - განაცხადა ბაია პატარაიამ.