„მე იმ მომენტში გამოყვანეს იმიტომ, რომ იმ მომენტში ვიყავი აქტიური ტიპი და უბრალოდ გამარიდეს იმ ტერიტორიას იმიტომ, რომ ჩათვალეს, ხალხი შეიძლება, ამყოლოდა,“ - ეს განცხადება პოლიტიკური მოძრაობა გირჩის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ, გადაცემა არჩევანში გააკეთა.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მთელი ღამის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა.
ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებას პარლამენტის წინ შეკრებილი ახალგაზრდების არ ესმის.
ზურა ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ პროტესტი არ დასრულებულა და მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე საუბრობს.
„მნიშვნელოვანია, რომ იქ მოხდეს მნიშვნელოვანი რაღაცები მიუხედავად იმისა, მანამდე რა მოხდა, როგორ დაიწყო. პირველ რიგში, რაც არის გასაკეთებელი, არის მნიშვნელოვანი გამჭვირვალობა,“ - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, გამჭვირვალობის გარდა, აუცილებელია, რომ "წითელი ხაზები" გამოიკვეთოს, ანუ პრინციპული საკითხები თავიდანვე დაფიქსირდეს ორივე მხრიდან.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, შსს-თან მიმდინარე მოლაპარაკების ფორმატი უნდა გაფართოვდეს და განიხილონ უნდა სისტემის მხრიდან გადაცდომები.