20 ნოემბერი 2024,   07:23
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსის" სამკაციანი დელეგაცია მოსკოვში უკვე მესამედ მიემგზავრება

რიგით მესამე ვიზიტი მოსკოვში - "პატრიოტთა ალიანსის" სამკაციანი დელეგაცია რუსეთის დედაქალაქში რამდენიმე საათში მიემგზავრება. შემადგენლობა უცვლელია - ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე. ალიანსის წარმომადგენლების ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრები სახელმწიფო დუმასა და ფედერაციის საბჭოში. განხილვის მთავარ თემად ქვეყნებს შორის ურთიერთობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება სახელდება.

"პატრიოტთა ალიანსში აცხადებენ, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტი არა იზოლაციის გამოცხადება, არამედ საქართველოს გამთლიანებისთვის მოქმედებაა საჭირო.

"რუსეთის მხარე უნდა დაგვეხმაროს ტატუნაშვილის საქმის გამოძიებაში. უნდა ესმოდეთ რომ ამ ფაქტის გამოძიება იქნება სასარგებლო ყველა მხარისთვის,"-აცხადებს ადა მარშანია.

დღის ამბები