20 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
რა ფორმით ხორციელდება რუსული პროპაგანდა - “მედიის განვითარების ფონდი” კვლევის შედეგებს აქვეყნებს

კვლევის შედეგებს, თუ როგორ და რა ფორმით ხორციელდება საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდა “მედიის განვითარების ფონდი” აქვეყნებს.

კვლევაში ნათქვამია, რომ 2017 წელს წინა პერიოდთან შედარებით თითქმის გასამმაგებულია ანტიამერიკული გზავნილები.

მონაცემების მიხედვით, ანტიდასავლური პროპაგანდა კიდევ უფრო ინტენსიურად იყენებს ნარატივს, რომლის თანახმადაც, ამერიკა ერევა საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში.
ასევე, ნატოში გაწევრიანება რუსეთის პროვოცირებას ნიშნავს და საქართველოს ნატოში მიღება არარეალისტური ამოცანაა.

„კრემლისტური პროპაგანდა ქმნის საფრთხეებს, ნერგავს ნიჰილიზმს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ და მეორეს მხრივ გვთავაზობს რუსეთს, როგორც ამ საფრთხეების გადაჭრის გზას. ნებისმიერი თანამშრომლობა ნატოსთან გაიგივებულია სამხედრო ესკალაციასთან.

ასევე არის განცხადებები იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა ომი დაიწყო ამერიკის წაქეზებით“- აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი.

დღის ამბები