20 ნოემბერი 2024,   07:35
ვრცლად
ტატუნაშვილის მკვლელობის ირგვლივ ბევრი ყალბი ინფორმაციაც ვრცელდება, ზუსტად ამიტომაც მივდივართ - მარშანია მოსკოვში ვიზიტზე საუბრობს

რეისი თბილისი-მოსკოვი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების შემადგენლობით, რუსეთის დედაქალაქში ზუსტად ერთ საათში გაფრინდება.

საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენლები ოკუპანტ სახელმწიფოში, პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე უკვე მესამედ მიემგზავრებიან.

წინა ორი ვიზიტის მსგავსად, დელეგაციის წევრები, შეხვედრებს ისევ რუსეთის სათათბიროს წევრებთან გეგმავენ. ადა მარშანია აცხადებს, რომ შესაძლოა რუსეთის დუმის დეპუტატებს არ ჰქონდეთ დეტალური ინფორმაცია არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შესახებ. მარშანიას თქმით, მათი ვიზიტი სწორედ იმას ემსახურება, რომ ამ მძიმე თემაზე რუსი დეპუტატების ინფორმირება მოახდინონ. მარშანიასა და მისი თანაპარტიელის ნატო ჩხეიძის თქმით, ისინი რუს დეპუტატებს ყველა მტკივნეულ საკითხზე ესაუბრება.

მარშანია ამბობს, რომ ისინი მოსკოვში ვიზიტისას ტატუნაშვილის მკვლელობის გამოძიების საკითხის დაყენებასაც არ მოერიდებიან.

„მივდივართ მოსკოვში ბევრ მძიმე საკითხზე სასაუბროდ და ვაპირებთ ამ საზარელ მკვლელობაზე საუბარს. გვინდა, მაქსიმალურად მოვიპოვოთ ობიექტური ინფორმაცია. ის რომ ჟურნალისტები ბევრ რამეს იგონებენ ფაქტია. ამ საზარელი მკვლელობის ირგვლივ ძალიან ბევრი ყალბი ინფორმაციაც ვრცელდება ზუსტად ამიტომაც მივდივართ, რომ ყველაზე სასიჭირ-ბოროტო ტრაგიკულ საკითხებზე ვისაუბროთ და ბოლოსდაბოლოს შევაჩეროთ თუ დავამთავროთ არა,“-განაცხადა მარშანიამ.

 

დღის ამბები