20 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტთან რაციონალური დიალოგისთვის მზად არის

საქართველოს პრეზიდენტმა რუსთის ლიდერთან შეხვდრის შესახებ განცხადება გააკეთა.

"ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ხალხს სურს დიალოგი მოსკოვთან“ - აცხადებს პრეზიდენტი. 

გიორგი მარგევლაშვილის თქმით, ის ნატრობს დროს, როდესაც რუსეთის ლიდერი მას ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე დაელაპარაკება და არა როგორც "ძერჟავის" ლიდერი.

ქვეყნის პირველი პირი ფიქრობს, რომ სწორია ის პოლიტიკა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მისმა გუნდმა რუსეთთან მიმართებაში აირჩია.

„რუსეთთან რა პოლიტიკაც ჩამოვაყალიბეთ ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დროს, ჩემი აზრით, არის სწორი. ჩვენ ვამბობთ: ჩვენ გთავაზობთ რაციონალურ დიალოგს. რას ნიშნავს რაციონალური დიალოგი? რაციონალური დიალოგი ნიშნავს: მოდით თქვენ, თქვენი შეხედულებებით, პრობლემებით, ინტერესებით, თქვენი ხედვით - რა შეიძლება სარგებელი ვნახოთ ერთმანეთისგან, ჩვენ მოვალთ დავსხდებით ერთად და ვისაუბროთ.

სულ ვამბობ ხოლმე, მე ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან გამომდინარე არამედ იმის ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რუსულ ოჯახს მოსკოვში თუ პეტერბურგთან. აი, აქედან გამომდინარე თუ მე დამელაპარაკება რუსი ლიდერი ჩვენ დავლაგდებით. იმიტომ რომ, ამას ჰქვია თანამედროვე დიალოგის ფორმა , ე.ი. ის ისე მელაპარაკება, როგორც მე მელაპარაკება პოლონეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი“- განაცხადა პრეზიდენტმა.

დღის ამბები