20 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
"ვის დასჯიან?" - ოპოზიცია შს მინისტრისთვის მწვავე კითხვების დასასმელად ემზადება

12 მაისს ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული  სპეცოპერაციების დეტალებზე შს მინისტრი დეპუტატებთან ორ დღეში ისაუბრებს. გიორგი გახარია პარლამენტში პარასკევს, პლენარულ სხდომაზე მივა. საპარლამენტო ოპოზიციის წევრების თქმით, სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მათ მინისტრ გახარიასთან არაერთი მწვავე შეკითხვა აქვთ დაგროვილი. მათ აინტერესებთ კონკრეტული პირები თუ ვინ იქნება დასჯილი. 

„10 საათის განმავლობაში ალყაში ჰყავდათ ადამიანები მოქცეული და სინამდვილეში ისინი ეწეოდნენ კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას. კეთილი ინებოს და პარასკევს როდესაც მინისტრი მობრძანდება, დადოს სია, ვის წინაააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, პირდაპირ იყო პოლიციაზე შეტევა, იყო ჟურნალისტებზე შეტევა, იყო მუქარა, რომელიც ისჯება საქართველოს კანონით. ვის დასჯიან? თუ ისინი არ ისჯებიან, საქართველოს მთავრობას მოუწევს პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, შს მინისტრს,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

ოპოზიციას კითხვები აქვთ კონტრაქციასთან დაკავშირებითაც, რადგან მათი შეფასებით, შსს-მ უზრუნველყო სხვადასხვა აგრესიული ჯგუფის შეკრება.

„შოუს ელემენტებით გაჯერებული ნაბიჯებით და შემდგომ თითქოს, ჩატარებული სპეცოპერაციაზე სახელმწიფოს წარმომადგენლების განმარტებები მეტ უპასუხოდ დარჩენილ შეკითხვას აჩენს. საერთოდ ებრძვის თუ არა ხელისუფლება სინთეტიკური ე.წ. მკვლელი ნარკოტიკის შემომტანებს ქვეყანაში და აქვს თუ არა ინფორმაცია, რა გზებით შემოდის, ვინ არიან გამსაღებლები და რა ორგანიზებული ჯგუფი მფარველობს ნარკოტიკების გავრცელებას. შს მინისტრმა უნდა გააკეთოს განმარტება იმ აგრესიულად განწყობილი ჯგუფების შესახებ, რომელიც უკვეა წლებია, უხეშად არღვევენ მოქმედ კანონმდებლობას საკუთარი ფაშისტური გამოხტომებით,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

დღის ამბები