20 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
მიხეილ ჯანელიძე ყაზახეთის პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ყაზახ კოლეგას შეხვდა. მინისტრებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მთავარი თემა სატრანსპორტო, სავაჭრო და ტურიზმის სფერო იყო.

მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის პროგრამას, რომელიც ურთიერთობის გააქტიურებას ითვალისწინებს.

მიხეილ ჯანელიძე, ვიზიტის ფარგლებში, ყაზახეთის პრემიერსაც შეხვდა.  

დღის ამბები