20 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
პოლიტიკური შეცდომა და დიპლომატიური უგუნურება - ბურჯანაძე რუსეთთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას აფასებს 

პოლიტიკური შეცდომა და დიპლომატიური უგუნურება - ასე აფასებს არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტის განცხადებას პუტინთან დიალოგის მზაობის შესახებ.

ბურჯანაძის თქმით, მარგველაშვილს პრეზიდენტის არჩევის შემდეგ პუტინმა შეხვედრა შესთავაზა, თუმცა მაშინ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ამ საკითხზე დასავლელი პარტნიორებთან კონსულტაციას გაივლიდა.

„მარგველაშვილის არჩევისთანავე რუსეთის პრეზიდენტმა გამოხატა მზადყოფნა, ის მზად იყო შეხვედროდა საქართველოს არჩეულ ლიდერს, თუმცა მაშინ მარგველაშვილის პასუხი იყო, რომ მე დავეკითხები  ჩემს დასავლელ პარტნიორებს და მერე გადავწყვეტ შევხვდე თუ არაო.

დღეს ეს შეთავაზება რუსეთის ლიდერთან მისი შეხვედრის და საუბრის თაობაზე უბრალოდ სასაცილოდ და არასერიოზულად გამოიყურება. წინაპირობის დაყენება, რომ დიალოგი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს პრობლემები მოგვარდება ეს უბრალოდ დიპლომატიური უგუნურება და ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომაა, რბილად რომ ვთქვათ.

ამ შეთავაზებას, რა თქმა უნდა, არანაირი რეალური შედეგი არ მოჰყვება იმიტომ რომ ოთხი წლით არის დაგვიანებული“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის, პრეზიდენტის ინიციატივა, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესახებ გაუგებარია და დარწმუნებულები არიან, რომ კრემლი ამ განცხადებას საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს.

გიორგი მარგველაშვილს, რუსეთთან დიალოგის იდეა დადებითად მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსმა“ შეაფასა.

ამავე თემაზე
დღის ამბები