20 ნოემბერი 2024,   07:20
ვრცლად
აჭარის მთავრობის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები პროკურატურაში - ერმაკოვი და მანველიძე დაკითხეს

აჭარის მთავრობის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები პროკურატურაში იმყოფებოდნენ. საგამოძიებო უწყებამ ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი და განათლების მინისტრის მოადგილე, ბაგრატ მანველიძე დაკითხა.

გამოძიება დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების მითვისების მუხლით დაიწყო, რომელიც პროექტის „იაფი სახლის" მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან დაიხარჯა. 

გიორგი ერმაკოვი „კურიერთან“ სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია პროკურატურას მიაწოდა.

საქმეზე არსებობს აუდიტის სამსახურის დასკვნაც, სადაც ნათქვამია, რომ აზერბაიჯანულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების დროს პასუხისმგებელმა პირებმა კომპანიის შესახებ ინფორმაცია სათანადოდ არ გადაამოწმეს, რის გამოც მუნიციპალიტეტს მილიონ ნახევარი ლარის ზარალი მიადგა.

„პროექტის საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით გადარიცხულია ავანსად თანხები, თუმცა სამუშაოები არ არის შესრულებული. ასევე ავანსად გადარიცხული თანხები არ იქნა ბიუჯეტში დაბრუნებული და ბიუჯეეტს მიადგა ზიანი მილიონ 400 ათასი ლარის ოდენობით,“- განაცხადა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კახაბერ კირტავამ.

პროექტის „იაფი სახლის მშენებლობისთვის“ განცხადება გაკეთა ოპოზიციის წარმომადგენელმა.

„იაფი სახლის“ მშენებლობაზე საუბარი დაიწყო 2013 წელს, იმის მერე ეს სახლი ჯერ კიდევ არ არის აშენებული. დღეის მდგომარეობითაც კი არ ვიცით, ეს სახლი ვისთან უნდა აშენდეს თუ აშენდება. აუდიტის სამსახურმა ახლა თქვა ის, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვამბობდით,“- განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ.

 

დღის ამბები