20 ნოემბერი 2024,   07:31
ვრცლად
ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალ სამიტამდე ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრა ალიანსის ახალ შტაბბინაში წევრი სახელმწიფოების ელჩების დონეზე შედგა. კომისიაზე საქართველო საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა წარმოდგინეს. დავით ზალკალიანმა და ლელა ჩიქოვანმა პირისპირ შეხვედრა გამართეს ასევე ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილესთან - როუზ გიოტემიულერთან. კომისიის სხდომაზე ნატოს მომავალი სამიტის შესახებ ისაუბრეს, რომელიც ბრიუსელში ივლისში გაიმართება.

დღის ამბები